კომპანია ავტო დეტალ სერვისი დაარსდა 2013 წელს. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დაზიანებული ავტომობილების დეფექტური აქტების მომზადება და ამ აქტების საფუძველზე მისი აღდგენის უზრუნველყოფა, შესაცვლელი ნაწილების მოძიება ხდება დამკვეთის სურვილის შესაბამისად, როგორც ადგილობრივ ბაზარზე ასევე ქვეყნის გარეთ იმპორტის საშუალებით. სრული სურათის წარმოდგენისთვის მომხმარებელს შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს სრული სერვისი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ავტომობილზე და დათქმულ ვადაში ჩაიბაროს სრულად აღდგენილი ავტომობილი, რომელსაც ექნება დაზიანებამდე არსებული პირვანდელი სახე.
კომპანიისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს შეინარჩუნოს და განავითაროს წლების მანძილზე დაგროვილი რეპუტაცია და გამოცდილება.